სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დასკვნითი და დამატებითი გამოცდების ჩატარების შესახებ ვბრძანებ:
1. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, დასკვნითი გამოცდები განხორციელდეს მხოლოდ „LMS“ და „e- learning“ აკადემიური პლატფორმებისა და „ZOOM“ -ის მეშვეობით;
2. დასკვნითი გამოცდის ჩატარების ფორმატი:
- წერითი გამოცდა „e- learning“ აკადემიური პლატფორმაზე;
- ზეპირი გამოცდა “ZOOM” - ის აპლიკაციის გამოყენებით, საგნის სპეციფიკის გათვალისწინებით;
- ფორმატს ირჩევს ლექტორი:
3. დასკვნითი გამოცდის აღდგენა განხორციელდეს მხოლოდ ზეპირი ფორმით;
4. დამატებითი გამოცდა წარიმართოს ზეპირი ფორმით; დამატებით გამოცდაზე დაშვების წინაპირობა: ფორმა #100, სამხედრო სამსახური, დაუძლეველი პირობა;
5. ლექტორი ვალდებულია, დეტალური ინფორმაცია დასკვნითი გამოცდის ხანგრძლივობის, ფორმატისა და შეფასების სქემის შესახებ, განათავსოს e- learning აკადემიურ პლატფორმაზე, შესაბამისი სასწავლო კურსის გვერდზე, მიმდინარე წლის 10 ივნისამდე;
6. სტუდენტი ვალებულია გამოცდა ჩააბაროს მხოლოდ განრიგით მითითებულ დროს.
7. ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა;
8. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.